LEGAL LAB

LEGAL LAB არის კორპორაციული რისკებისა და გამოძიების მიმართულებით მომუშავე კომპანია, რომელიც ბიზნესს ეხმარება რისკების გამოვლენაში, ფაქტების დადგენაში, შიდა კონტროლის შეფასებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენ ვიკვლევთ შიდა დარღვევებს, შესაძლო თაღლითობას, ინტერესთა კონფლიქტს, ფინანსურ და დოკუმენტურ შეუსაბამობებს, შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე, რეპუტაციასა და საქმიანობაზე. ჩვენი მიდგომა აერთიანებს საგამოძიებო მეთოდებს, სამართლებრივ ანალიზს, ფინანსურ და დოკუმენტურ კვლევას. მიზანია არა მხოლოდ პრობლემის გამოვლენა, არამედ ფაქტობრივი გარემოებების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და არსებული კონტროლის მექანიზმების შეფასება.
LEGAL LAB - რისკების მართვის ცენტრი.

დამფუძნებელი პარტნიორი

ნინო ახუაშვილი - იურისტი

ფინანსური გამოძიებისა და საგამოძიებო საქმიანობის სფეროში 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების გამოძიებას, ფინანსური და კორპორაციული დოკუმენტების ანალიზს, კომპანიების სტრუქტურების შესწავლას, ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და შესაძლო დარღვევების გამოვლენას. პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს კიბერდანაშაულის, საგადასახადო და ეკონომიკური დანაშაულების საგამოძიებო მიმართულებებს. სპეციალიზებული მომზადება მიღებულია ფინანსური გამოძიების, საგადასახადო ადმინისტრირებისა და აუდიტის, საბუღალტრო ექსპერტიზის, საგამოძიებო მოქმედებებისა და დაკითხვის ტექნიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და კეთილსინდისიერების საკითხებში.

განათლება

  • სამართლის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საერთაშორისო პროფესიული მომზადება

  • International Law Enforcement Academy (ILEA), ბუდაპეშტი - Financial Investigation Techniques;
  • State Police School, კასერტა, იტალია - Combating Cybercrime;
  • FBI / U.S. Department of Justice - Proliferation Finance;
  • Netherlands Helsinki Committee, The Hague Academy for Local Governance და Leiden Law School - Integrity of Civil Servants;
  • U.S. Department of Justice - Dangerous Distilleries: Fighting the Illicit Market for Counterfeit Alcohol Products;
  • Crystal Intelligence - Investigations Involving Crypto-Assets.

დამატებითი პროფესიული მომზადება

  • საგადასახადო კოდექსი, საგადასახადო ადმინისტრირება და საგადასახადო აუდიტი;
  • ბუღალტრული აღრიცხვა, საბიუჯეტო საკითხები და საბუღალტრო ექსპერტიზა;
  • სახელმწიფო შესყიდვები და სატენდერო შეთქმულების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;
  • საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხვის ტექნიკა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სპეციალიზებული მომზადება;
  • საჯარო მოხელეთა კეთილსინდისიერება, მენეჯერული უნარები, ეფექტიანი კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლები.

პროფესიული კვალიფიკაცია

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა - საერთო სპეციალიზაცია;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა - დამატებითი სპეციალიზაცია: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.

საგამოძიებო გამოცდილება, სამართლებრივი ცოდნა და ფინანსური დოკუმენტების ანალიზის პრაქტიკული კომპეტენციები LEGAL LAB-ის საქმიანობის საფუძველია.