ჩვენი სერვისები
კორპორაციული გამოძიება
კომპანიაში შესაძლო თაღლითობის, არაკეთილსინდისიერი ქმედებების, ინტერესთა კონფლიქტისა და სხვა კორპორაციული დარღვევების გამოძიება - ფაქტების, მონაწილე მხარეებისა და შესაძლო ზიანის დადგენის მიზნით
ფინანსური გამოძიება
ფინანსური ოპერაციებისა და დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი შესაძლო თაღლითობის, ფინანსური შეუსაბამობებისა და ზიანის გამოსავლენად, მათ შორის საეჭვო ტრანზაქციებისა და ფინანსური მოძრაობების შესწავლა
შიდა კონტროლის შეფასება
კომპანიის შიდა პროცესებისა და სამუშაო მექანიზმების შეფასება, არსებული სისუსტეებისა და რისკების იდენტიფიცირება და იმ გარემოებების განსაზღვრა, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობაზე, ოპერაციულ საქმიანობასა და კონტროლის ხარისხზე
შესყიდვებისა და მომწოდებლების შემოწმება
შესყიდვების პროცესების, მომწოდებლებისა და დაკავშირებული პირების შემოწმება ინტერესთა კონფლიქტისა და სხვა რისკების გამოსავლენად
კომპლექსური შესწავლა Due Diligence და გადამოწმება
ბიზნესპარტნიორების, კომპანიების, მენეჯმენტისა და მნიშვნელოვანი პირების წინასწარი შესწავლა - მათი საქმიანობის, კორპორაციული სტრუქტურის, შესაძლო კავშირებისა და რისკების შეფასება გადაწყვეტილების მიღებამდე
კორპორაციული რისკების შეფასება
ბიზნესის საქმიანობაში არსებული რისკების გამოვლენა და შეფასება, მათი შესაძლო გავლენის განსაზღვრა და რისკების შემცირების შესაბამისი ზომების განსაზღვრა